dakaruli jiSebi - zenaTuri
ზენათური - (ინგ. Zenaturi) (რუს. )
სინონიმი: უცნობია. წარმოშობა: გურია.
ზრდასრული ფოთოლი: მცირე ან საშუალო ზომისაა, ფორმით მომრგვალოა ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ვიწრო თაღისებური, იშვიათად ჩანგისებურია მომრგვალო ფუძით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული ჯაგრისებურ-აბლაბუდისებური ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: მცირე ზომის, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,8 %, მჟავიანობა 8,7 გ/ლ.
მოსავლიანობა: საშუალო.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა.სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში.
წყაროები: Миротадзе А.В.
ავტორი: ირმა მდინარაძე.